საქართველოდან ექსპორტი 26,7%-ით გაიზარდა
20 დეკემბერი 2021

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3,822 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს შეადგენს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 2,809 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2021 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 78.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (537.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (502.1 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (275.5 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 750.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 414.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ომის გავლენა ლოგისტიკაზე
11 აპრილი 2022

ომის გავლენა ლოგისტიკაზე

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები. რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.
ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
9 თებერვალი 2015

ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

5-6 თებერვალს კომპანია "ალოგი" დაესწრო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას, რომელიც გაიმართა თბილისის საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია".