უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში
უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში
4 ნოემბერი 2014

უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში

შპს „ავტოლოგისტიკა“-ს 30-31 ოქტომბერს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და უკრაინული კომპანია “ADVISER“-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით “QUALITY & SALE 2014“.

თბილისს ესტუმრა უკრაინის წამყვანი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, რომელთა მიზანს საქართველოს ბაზრისთვის საკუთარი და ამავე დროს საქართველოში წარმოებული პროდუქციის გაცნობას წარმოადგენდა. კონფერენციის ფარგლებში შევხვდვით ასევე ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სასომხეთის სავაჭრო ქსელებისა და მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 31 ოქტომბერს უცხოელ სტუმრებთან ერთად ვესტუმრეთ კომპანია „ზედაზენი“-სა და „ბადაგონი“-ს ქარხნებს. ადგილზე გავეცანით პროდუქციის წარმოების პროცესს, სადაც განვიხილეთ ამავე კომპანიების მიერ წარმოებული ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხებიც.

აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და შესაბამისად იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას. ჩვენ, როგორც ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი, მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.

ვიდეო

ფოტოგალერეა

მსგავსი სიახლეები

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს
13 იანვარი 2022

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
საზღვაო გადაზიდვა  (GE)
13 თებერვალი 2023

საზღვაო გადაზიდვა (GE)

ალოგ ჯორჯია გთავაზობთ თქვენი ტვირთის საზღვაო ტრანსპორტირებას კონტეინერის სრული და ნაწილობრივი დატვირთვით. ჩვენი გუნდი უხელმძღვანელებს თქვენი ტვირთის გადაზიდვის პროცესს კარიდან კარამდე, რათა უზრუნვლვყოთ ტვირთის მიწოდება უსაფრთხოდ და უმოკლეს პერიოდში დანიშნულების ადგილას.