მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს
მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს
13 იანვარი 2022

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე:

● საქართველო - 2022 წელს 5.5%; 2023-ში 5%;
● სომხეთი- 2022 წელს 4.8%; 2023-ში 5.4%;
● აზერბაიჯანი - 2022 წელს 3.1%; 2023-ში 2.7%;
● თურქეთი - 2022 წელს 2%; 2023-ში 3%;
● რუსეთი - 2022 წელს 2.4%; 2023-ში 1.8%;
● უკრაინა - 2022 წელს 3.2%; 2023-ში 3.5%.

“საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10.5%-იანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას;

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შენელდება 2022 და 2023 წლებში პოტენციური ზრდის 5-5.5%-იან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა.

რისკები საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებით კლებისკენ რჩება გადახრილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: (i) ინფლაციის ზეწოლა, რომელიც იწვევს დაფინანსების პირობების შემდგომ გამკაცრებას და (ii) COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

კონფერენცია თემაზე „სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება - პალატების როლი“
20 ოქტომბერი 2014

კონფერენცია თემაზე „სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება - პალატების როლი“

2014 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება - პალატების როლი“.
საზღვაო გადაზიდვები 50-300%-ით გაძვირდა - გაუწევს თუ არა კონკურენციას რკინიგზა ზღვას
10 ივნისი 2021

საზღვაო გადაზიდვები 50-300%-ით გაძვირდა - გაუწევს თუ არა კონკურენციას რკინიგზა ზღვას

იანვრიდან დღემდე ევროპიდან ტვირთის საზღვაო გადაზიდვები 50%-ით, ხოლო აზია-ჩინეთიდან 250-300%-ით გაძვირდა.