პოლონეთის ბიზნეს დელეგაცია საქართველოში
4 დეკემბერი 2014

მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა საქართველო-პოლონეთის ბიზნეს ფორუმი. ფორუმზე პოლონური კომპანიის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა პრეზენტაციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ სექტორებს: ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა და შესაბამისი ტექნიკა, სამშენებლო ტექნიკა, ექსპორტ-იმპორტი, მეფრინველეობა და ა.შ.

პოლონური კომპანიების ერთ-ერთ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ტრანსპორტი და გადაზიდვები საქართველოში. ამ მიზნით, შევხვდით ყველა დაინტერესებულ მხარეს, წარვუდგინეთ ჩვენი კომპანიის საქმიანობა და მომსახურება.

ვიმედოვნებთ, პოლონეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ნაყოფიერი აღმოჩნდება და შევძლებთ დავამყაროთ გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა.

მსგავსი სიახლეები

ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!
5 მაისი 2015

ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!

სწორედ ამ ლოზუნგით შეუერთდა კომპანია ალოგი მსოფლიო მარათონს სირბილში, რომელიც კახეთში, ლოპოტას ტბის მიმდებარედ გაიმართა. არაჩვეულებრივი გარემო, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ოჯახური ატმოსფერო და დაუვიწყარი დღე, რომელიც ჩვენ, ყველამ, ზურგის ტვინის დაავადებულებს მივუძღვენით.
თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო
14 მარტი 2022

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო.