ნოემბერში საქართველომ ექსპორტით $430 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტია
ნოემბერში საქართველომ ექსპორტით $430 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტია
13 დეკემბერი 2021

გამოქვეყნდა 2021 წლის ნოემბრის ექსპორტის ამსახველი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $430 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით, ანუ $129 მილიონით მეტია.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის 11 თვეში ქართული ექსპორტის მოცულობა $3.82 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 26.7%-ით არის გაზრდილი.

ექსპორტთან ერთად მაღალი ტემპებით იზრდება იმპორტირებული საქონლის მოცულობაც. ნოემბერში, პანდემიის დაწყებიდან პირველად ერთი თვის იმპორტმა $1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და $1.01 მილიარდი შეადგინა. ნოემბერში წინა წელთან შედარებით იმპორტი $293 მილიონით, ანუ 40.6%-ით მეტი იყო.

მთლიანობაში წლის 11 თვეში, საქართველომ უცხოეთიდან $9 მილიარდის საქონელი შეიძინა, რაც 2020 წელთან შედარებით 24.5%-ით მეტია. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, რის შედეადაც გაირკვევა უშუალოდ რომელი დასახელების პროდუქტების იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა ნოემბრის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები

საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება
20 მარტი 2023

საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება

 ბოლო 1 წელიწადში გადაზიდვების გლობალური ინდექსი 6-ჯერ 9 777 დოლარიდან 1568 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სიახლეები
12 სექტემბერი 2024

სიახლეები

Building Bridges: Developing Business Opportunities through Peer Collaboration