ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, რუსეთში კი 29%-ით შემცირდა
ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, რუსეთში კი 29%-ით შემცირდა
20 მაისი 2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 27%-ით გაიზარდა და $135.5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქვეყანაში ექსპორტის ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ამავდროულად, ექსპორტი 29.3%-ით არის შემცირებული რუსეთის ფედერაციაში და ის $125.6 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ შემცირების გამო, რუსეთმა საექსპორტო ქვეყნების სიაში მესამე ადგილი დაიკავა (2019 წელს პირველ ადგილზე იყო).

COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის გამო, საქართველოს ექსპორტი ჯამურად 11.5%-ით არის შემცირებული და ის იანვარ-აპრილის პერიოდში $1 მილიარდს შეადგენს.

შესაბამისად, ამ კლების გამო, საქართველოს 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან 6-ში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. მათ შორისაა აშშ, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა

მსგავსი სიახლეები

ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი ივლის
15 ივლისი 2014

ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი ივლის

სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და "აზერბაიჯანის რკინიგზას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ა/წლის 15 ივლისიდან, ყოველ სამშაბათსა და შაბათს ფოთი-ბაქოს (კიშლი) სარკინიგზო მონაკვეთზე, საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი სახელწოდებით SILK BRIDGE იმოძრავებს. საკონტეინერო გადაზიდვის ხაგრძლივობა იქნება 34 საათი.
ქალები ლოგისტიკაში (GE)
20 მარტი 2023

ქალები ლოგისტიკაში (GE)

ლოგისტიკაში დიდი ხნის მანძილზე მმართველ პოზიციებს მეტწილად მამაკაცები იკავებდნენ. თუმცა ბოლო წლებში ქალებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, რომ ამ სფეროში წარმატებისთვის მიეღწიათ.