მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს (RU)
მსოფლიო ბანკი წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს (RU)
13 Январь 2022

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე:

● საქართველო - 2022 წელს 5.5%; 2023-ში 5%;
● სომხეთი- 2022 წელს 4.8%; 2023-ში 5.4%;
● აზერბაიჯანი - 2022 წელს 3.1%; 2023-ში 2.7%;
● თურქეთი - 2022 წელს 2%; 2023-ში 3%;
● რუსეთი - 2022 წელს 2.4%; 2023-ში 1.8%;
● უკრაინა - 2022 წელს 3.2%; 2023-ში 3.5%.

“საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა 2021 წელს 10.5%-იანი სავარაუდო ზრდით, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას;

საქართველოს ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, შენელდება 2022 და 2023 წლებში პოტენციური ზრდის 5-5.5%-იან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის და დასტაბილურებული ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში. პროგნოზი ემყარება პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების შეზღუდვას, რასაც ხელს უწყობს ვაქცინაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობის ზრდა.

რისკები საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებით კლებისკენ რჩება გადახრილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: (i) ინფლაციის ზეწოლა, რომელიც იწვევს დაფინანსების პირობების შემდგომ გამკაცრებას და (ii) COVID-19-ის ინტენსიური გავრცელება, განსაკუთრებით ახალი ვარიანტებისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების კონტექსტში", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

Similar news

რუსეთის პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა (RU)
24 Март 2022

რუსეთის პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა (RU)

დიზელის ტიპის საწვავის ღირებულება საერთშორისო მასშტაბით მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინის ომი დაიწყო, 42%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზეც. ბენზინგასამართ სადგურებში დიზელის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს გასცდა.დიზელზე ფასის ნახტომისებური მატების გამო, ტვირთების ტრანსპორტირება გაძვირდა.სახმელეთო გადაზიდვებისგან განსხვავებით ფასების კუთხით საზღვაო გადაზიდვებში ცვლილებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. როგორც გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაფიქსირდა, თუმცა მათი თქმით, ბოლო თვეებია ამ კუთხით სტაბილური ფასი ნარჩუნდება. მას შემდეგ რაც რუსეთში კრიზისი დაიწყო, საქართველოს პორტებზე მოთხოვნა გაიზარდა. უფრო მეტიც, რუსეთისა და უკრაინის პორტებში არსებული შეფერხებების გამო, გარკვეული ნაკადები საქართველოში შემოვიდა. ამ დრომდე აბრეშუმის დერეფანზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოს მარშრუტი იყო. დღეს ეს მარშუტი არის უალტერნატივო.  უკვე შესაძლებელი გახდა საქართველოს გავლით შუა აზიის ტვირთების ტრანსპორტირება, რომელიც უნდა ყოფილიყო ნოვოროსისკში ან ილიჩევსკში. ცნობილი მიზეზების გამო იქაური პორტები ვერ იღებენ ტვირთებს, შესაბამისად, ტვირთების გადამისამართება მოხდა ფოთის პორტში და შემდგომ ტრაილერებით გაგზავნა საბოლოო დანიშნულების ადგილას. ასევე საქართველოს  პორტებზე შუა აზიის ექსპორტის მიმართულებითაც არის მოთხოვნა. ამ სიტუაციაში საქართველო გახდა აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი.