საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014
27 ნოემბერი 2014

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014

2014 წლის 26 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობდა საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, კომპანია „ალოგი“-ც.

ფორუმის ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა დანა რეიზნიესე-ოზოლმ, რის შედეგადაც მივიღეთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

კომპანიის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში
11 სექტემბერი 2014

კომპანიის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში

„America Cargo Open“ წარმოადგენს ამერიკის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიები.
უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში
4 ნოემბერი 2014

უკრაინული წამყვანი სავაჭრო ქსელები და მწარმოებლები თბილისში

შპს „ავტოლოგისტიკა“-ს 30-31 ოქტომბერს შესაძლებლობა მიეცა მონაწილეობა მიეღო ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ და უკრაინული კომპანია “ADVISER“-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით “QUALITY & SALE 2014“.