ექსპორტი 19.6%-ით, ხოლო იმპორტი 10.1%-ით გაიზარდა
18 მაისი 2021


2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3,929 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 1,199 მლრდ აშშ დოლარი იყო (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2,730 მლრდ აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი).

ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1,531 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე
26 იანვარი 2016

ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე

ჩვენმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 18-21 იანვარს დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით Middle Cargo Meet 2016. 
ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
9 თებერვალი 2015

ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

5-6 თებერვალს კომპანია "ალოგი" დაესწრო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას, რომელიც გაიმართა თბილისის საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია".