დარგები, სადაც საქართველოს იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს
დარგები, სადაც საქართველოს იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს
3 ივლისი 2020

„გალთ&თაგარტმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საუბარია იმ დარგებზე, სადაც საქართველოს ადგილობრივი წარმოების წახალისების და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის, და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას.

„2000-2019 წლებში მომსახურების დარგების წილი ეკონომიკაში გაიზარდა 60%-დან 78%-მდე. თუმცა, წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტზე არის მიმართული - ჩვენი შეფასებით 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ აშშ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარი დარჩა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობაში წარმოების განვითარების პოტენციალი იკვეთება შემდეგ მიმართულებებში: ხორცი და რძის პროდუქტები, მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი, საკვების გადამუშავება. ამ მიმართულებით, საქართველოს აქვს 400 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტის ჩანაცვლებისა და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა.

დარგის მთავარ გამოწვევად რჩება მიწების კონსოლიდაცია და დაბალი პროდუქტიულობა.

მშენებლობა საკმაოდ იმპორტ-ტევადია, და ჩვენი შეფასებით გარკვეული მიმართულებებით ადგილობრივი წარმოების წახალისებით შესაძლებელი იქნება 450 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტის ჩანაცვლება. პირველადი შეფასებით მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტების წარმოების წახალისება: კაბელები, არმატურა, პლასტმასი, საღებავები, ავეჯი, წყლის გამაცხელებლები, ლითონის მასალები, ხის მასალა, კერამიკის ნაწარმი, ცემენტის კლინკერი,“-აღნიშნულია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე
14 იანვარი 2015

ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე

საქართველოში ესტონეთის პრემიერ–მინისტრის, ტაავი რიივასის ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 იანვარს სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში საქართველო–ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენა მიუნხენში
20 მაისი 2015

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენა მიუნხენში

მიმდინარე წლის 5-8 მაისს გერმანიის ქ. მიუნხენში ჩატარდა მე-15 საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „ტრანსპორტი და ლოგისტიკა“ (Transport and Logistic).
ფოთი შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგურია და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კვანძი  (GE)
30 იანვარი 2023

ფოთი შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგურია და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კვანძი (GE)

ფოთის პორტი წარმოადგენს საკვანძო პუნქტს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო ტვირთებისთვის.