ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
25 ნოემბერი 2022

პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან ფასების კლება დაიწყო.

ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა საქონლის წარმოება, ზოგიერთმა საწარმომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა მასშტაბები შეიძინა, სწორედ ამან არია კვანძი და გამოიწვია, ფასების მატება.

დღეს კონტეინერების დეფიციტი აღარ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იმპორტი ექსპორტს აღემატება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასები კვლავ მაღალია.

ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ზემოაღნიშნული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით. ხოლო რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია

საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.

მსგავსი სიახლეები

ყავის მარცვლების ტრანსპორტირება ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში (GE)
3 თებერვალი 2023

ყავის მარცვლების ტრანსპორტირება ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში (GE)

საქართველოში ყავის იმპორტი გაიზარდა. 2022 წლის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყავის იმპორტის ღირებულება 66.4%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 31%-ით.
საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით
21 იანვარი 2022

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით

გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მატება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ზრდით, არამედ დსთ-ის ბაზარზე ექსპორტის მატებით.
ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!
5 მაისი 2015

ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!

სწორედ ამ ლოზუნგით შეუერთდა კომპანია ალოგი მსოფლიო მარათონს სირბილში, რომელიც კახეთში, ლოპოტას ტბის მიმდებარედ გაიმართა. არაჩვეულებრივი გარემო, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ოჯახური ატმოსფერო და დაუვიწყარი დღე, რომელიც ჩვენ, ყველამ, ზურგის ტვინის დაავადებულებს მივუძღვენით.