უამინდობა საქართველოში
25 იანვარი 2016

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე თავისუფალია.

უამინდობის გამო, დაკეტილია ასევე ფოთის პორტიც, რის გამოც ვერ ხერხდება პორტში გემების შემოსვლა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, პორტი სავარაუდოდ ხვალ დღის მეორე ნახევარში გაიხსნება.

წყარო: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

მსგავსი სიახლეები

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე
27 სექტემბერი 2016

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე

კომპანია ალოგი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბიზნესსამიტში და განიხილა შესაძლო პარტნიორობის საკითხები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ქართველ მეღვინეებთან.
ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
9 თებერვალი 2015

ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

5-6 თებერვალს კომპანია "ალოგი" დაესწრო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას, რომელიც გაიმართა თბილისის საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია".
ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!
5 მაისი 2015

ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!

სწორედ ამ ლოზუნგით შეუერთდა კომპანია ალოგი მსოფლიო მარათონს სირბილში, რომელიც კახეთში, ლოპოტას ტბის მიმდებარედ გაიმართა. არაჩვეულებრივი გარემო, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, ოჯახური ატმოსფერო და დაუვიწყარი დღე, რომელიც ჩვენ, ყველამ, ზურგის ტვინის დაავადებულებს მივუძღვენით.