საერთაშორისო გადაზიდვებს უდიდესი როლი ენიჭება როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორის განვითრებისთვის.
აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.
კომპანია ჰიუნდაიმ შექმნა მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული საკონტეინერო გემი, რომელიც მიზნად ისახავს გადაზიდვების ინდუსტრიაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას.
კონტეინერმზიდი გემი მარენი, რომელიც შეჯდა მეჩეჩზე იცლება საწვავისგან.
კონტეინერმზიდი გემი მარენი, რომელიც შეჯდა მეჩეჩზე დაზიანებულია და ვერ აგრძელებს გზას საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.
კონტეინერმზიდი გემი მარენი შეჯდა მეჩეჩზე თურქეთის სანაპიროზე, შავ ზღვაში, სინოპის დასავლეთით. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა 2023 წლის 1 აპრილს, როცა გემი პირეოსიდან ფოთისკენ მიემართებოდა.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.
ლოგისტიკაში დიდი ხნის მანძილზე მმართველ პოზიციებს მეტწილად მამაკაცები იკავებდნენ. თუმცა ბოლო წლებში ქალებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, რომ ამ სფეროში წარმატებისთვის მიეღწიათ.
ბოლო 1 წელიწადში გადაზიდვების გლობალური ინდექსი 6-ჯერ 9 777 დოლარიდან 1568 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თებერვლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით, ანუ 27 მილიონი დოლარით მეტია.