თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)
თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)
13 აპრილი 2023

ბოლო ინფორმაციით კონტეინერმზიდი გემი მარენი, რომელიც შეჯდა მეჩეჩზე დაზიანებულია და ვერ აგრძელებს გზას საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან აუცილებელია გემის კონტეინერებისგან დაცლა.

ვარაუდობენ, რომ გადმოტვირთვის პროცესი ხანგრძილი იქნება რთული ადგილმდებარეობის გამო.

დაბინძურების რისკის თავიდან ასაცილებლად გემის მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გემი საწვავისგან დაეცალათ.

ასევე აღსანიშნავია, რომ პროცესი მიმდინარეობს უსაფთხოების ნორმების დაცვით.

მსგავსი სიახლეები

საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმი
21 მარტი 2015

საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმი

ჩვენი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და ამჟამადაც ესწრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით საქართველო-კანადის ბიზნეს ფორუმს, რომელიც 2015 წლის 18-20 მარტს გაიმართა სასტუმროში Tbilisi Marriot Hotel.