"საქსტატის" მონაცემებით, სამი თვის განმავლობაში საქონლის ექსპორტი 5.6%-ით, ხოლო იმპორტი 1.4%-ით შემცირდა
13 აპრილი 2020

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7%-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი (1.4 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით
21 იანვარი 2022

საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: EU-ში ექსპორტი 3%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 34%-ით

გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მატება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ზრდით, არამედ დსთ-ის ბაზარზე ექსპორტის მატებით.
ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე
27 სექტემბერი 2016

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე

კომპანია ალოგი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბიზნესსამიტში და განიხილა შესაძლო პარტნიორობის საკითხები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ქართველ მეღვინეებთან.