TOP-10 საქონელი: 8 თვეში მხოლოდ ხორბლის და ფრინველის ხორცის იმპორტი გაიზარდა
TOP-10 საქონელი: 8 თვეში მხოლოდ ხორბლის და ფრინველის ხორცის იმპორტი გაიზარდა
22 სექტემბერი 2020

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს $7 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, იმპორტზე $4.9 მილიარდი მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 თვეში ქვეყნიდან იმპორტისთვის 17.5%-ით ნაკლები დოლარი გავიდა, ვიდრე - შარშან. აღნიშნულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, დიდი ალბათობით, კორონავირუსის პანდემიაა.

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.9% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (840.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (554.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (440.9 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, საქსტატის ანგარიში აჩვენებს, რომ 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონლიდან, 8-ის იმპორტი შემცირებულია. კერძოდ, ყველაზე მეტად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი (კლება - 32.4%), რამაც მისი რეექსპორტის შემცირებაც გამოიწვია.

TOP-10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელი 2020 წლის იანვარ-აგვისტოში

1. მსუბუქი ავტომობილები - $482 მლნ, კლება წინა წელთან - 32.4%;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $325 მლნ, კლება წინა წელთან - 31.4%;
3. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $312 მლნ, კლება წინა წელთან - 16.9%;
4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $205 მლნ, კლება წინა წელთან -12.6%;
5. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $179 მლნ, კლება წინა წელთან - 11.5%;
6. სატელეფონო აპარატები - $102 მლნ, კლება წინა წელთან -12.3%;
7. ხორბალი და მესლინი - $69 მლნ, ზრდა წინა წელთან 13.5%;
8. სატვირთო ავტომობილები - $44 მლნ, კლება წინა წელთან - 1%;
9. სიგარები და სიგარილები და სიგარეტები - $44 მლნ, კლება წინა წელთან - 26%;
10. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - $42 მლნ, ზრდა წინა წელთან 3.9%;

ათეულს მიღმა დარჩენილი საიმპორტო საქონლის იმპორტი 14.4%-ით შემცირდა $3.1 მილიარდამდე.

მსგავსი სიახლეები

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე
27 სექტემბერი 2016

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე

კომპანია ალოგი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბიზნესსამიტში და განიხილა შესაძლო პარტნიორობის საკითხები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ქართველ მეღვინეებთან.
ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია
11 მაისი 2023

ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია

აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.
The WCA Worldwide Conference 2025
31 მარტი 2025

The WCA Worldwide Conference 2025

The WCA Worldwide Conference 2025, held from February 25 to March 1, 2025, at the Dubai World Trade Centre.