საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება
საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება
5 ივლისი 2022

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, ТМТМ შესაძლოა, ჩრდილოეთ დერეფანზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, რაც საქართველოს და აზერბაიჯანის საერთო ინტრესია.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი იქნება მისი ეფექტურობა და გამჭირვალობა როგორც სარკინიგზო ისე საზღვაო სატრანსპორტო კავშირებისთვის.

ჩინეთის ტვირთი, რომელიც ტრადიციულად რუსეთის გავლით გადიოდა, დღეს ეფექტურად სწორედ შუა დერეფნით ტრანსპორტირდება. ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ, ჩინეთსა და ევროპას შორის რუსული დერეფანი საკმაოდ ეფექტურია, ბელორუსიისა და პოლონეთის საზღვარზე საქონლის გადაადგილების დროს გარკვეული სირთულეები იქმნება. სწორედ ამიტომ დღეს შუა დერეფანი ყველა მონაწილეს სჭირდება, რომლებმაც ცენტრალური აზია-კავკასიის, როგორც ჩინეთის ბაზრის ნაწილის კონცეფცია პოპულარული რაც შეიძლება, სწრაფად უნდა გახადონ, თორემ ჩინეთის ბაზარი საბოლოოდ ისევ ჩრდილოეთ დერეფანს დაუბრუნდება, როცა ის ომის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. მაგ დროისთვის შუა დერეფანი მაღალკონკურენტუნარიანად უნდა დარჩეს, რაც, საქართველოსა და აზერბაიჯანს კეთილდღეობას მოუტანს.

დღევანდელი მონაცემებით შუა დერეფნის გამტარუნარიანობა, წელიწადში, დაახლოებით, 500-550 000 TEU-ს შეადგენს, რაც შარშანდელ 300 000 TEU-ზე მეტია და მთლიანი სიმძლავრის 60%-ია.

მსგავსი სიახლეები

თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)
5 აპრილი 2023

თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)

კონტეინერმზიდი გემი მარენი შეჯდა მეჩეჩზე თურქეთის სანაპიროზე, შავ ზღვაში, სინოპის დასავლეთით. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა 2023 წლის 1 აპრილს, როცა გემი პირეოსიდან ფოთისკენ მიემართებოდა.
ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
25 ნოემბერი 2022

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან ფასების კლება დაიწო. ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა საქონლის წარმოება, ზოგიერთმა საწარმომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა მასშტაბები შეიძინა,  სწორედ ამან არია კვანძი და  გამოიწვია, ფასების მატება. დღეს კონტეინერების დეფიციტი აღარ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იმპორტი ექსპორტს აღემატება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასები კვლავ მაღალია. ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ზემოაღნიშნული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით. ხოლო რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.