ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე
22 ოქტომბერი 2014

ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე


მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს ეწვია ისრაელის სავაჭრო პალატისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატებისა და BDO-ს ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში (Courtyard Marriot) გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისათვის ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაცნობა.

კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა ქართულ და ებრაულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები, მათ შორის იყო კომპანია ავტოლოგისტიკაც. გავეცანით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ვიმედოვნებთ, რომ თითოეულ მათგანთან მომავალში ორმხრივი თანამშრომლობა შედგება.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ქალები ლოგისტიკაში (GE)
20 მარტი 2023

ქალები ლოგისტიკაში (GE)

ლოგისტიკაში დიდი ხნის მანძილზე მმართველ პოზიციებს მეტწილად მამაკაცები იკავებდნენ. თუმცა ბოლო წლებში ქალებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, რომ ამ სფეროში წარმატებისთვის მიეღწიათ.
თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)
5 აპრილი 2023

თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)

კონტეინერმზიდი გემი მარენი შეჯდა მეჩეჩზე თურქეთის სანაპიროზე, შავ ზღვაში, სინოპის დასავლეთით. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა 2023 წლის 1 აპრილს, როცა გემი პირეოსიდან ფოთისკენ მიემართებოდა.
ავტოლოგისტიკა ყაზახეთის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
23 ოქტომბერი 2014

ავტოლოგისტიკა ყაზახეთის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

2014 წლის 22 ოქტომბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის მრეწველობისა და ინვესტიციების განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც მიეძღვნა ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.