რუსეთის პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა
რუსეთის პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა
24 მარტი 2022

დიზელის ტიპის საწვავის ღირებულება საერთშორისო მასშტაბით მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინის ომი დაიწყო, 42%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზეც. ბენზინგასამართ სადგურებში დიზელის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს გასცდა.

დიზელზე ფასის ნახტომისებური მატების გამო, ტვირთების ტრანსპორტირება გაძვირდა.

სახმელეთო გადაზიდვებისგან განსხვავებით ფასების კუთხით საზღვაო გადაზიდვებში ცვლილებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. როგორც გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაფიქსირდა, თუმცა მათი თქმით, ბოლო თვეებია ამ კუთხით სტაბილური ფასი ნარჩუნდება.

მას შემდეგ რაც რუსეთში კრიზისი დაიწყო, საქართველოს პორტებზე მოთხოვნა გაიზარდა. უფრო მეტიც, რუსეთისა და უკრაინის პორტებში არსებული შეფერხებების გამო, გარკვეული ნაკადები საქართველოში შემოვიდა.

ამ დრომდე აბრეშუმის დერეფანზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოს მარშრუტი იყო. დღეს ეს მარშუტი არის უალტერნატივო. უკვე შესაძლებელი გახდა საქართველოს გავლით შუა აზიის ტვირთების ტრანსპორტირება, რომელიც უნდა ყოფილიყო ნოვოროსისკში ან ილიჩევსკში. ცნობილი მიზეზების გამო იქაური პორტები ვერ იღებენ ტვირთებს, შესაბამისად, ტვირთების გადამისამართება მოხდა ფოთის პორტში და შემდგომ ტრაილერებით გაგზავნა საბოლოო დანიშნულების ადგილას. ასევე საქართველოს პორტებზე შუა აზიის ექსპორტის მიმართულებითაც არის მოთხოვნა. ამ სიტუაციაში საქართველო გახდა აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი.

მსგავსი სიახლეები

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014
27 ნოემბერი 2014

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014

2014 წლის 26 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. 
პოლონეთის ბიზნეს დელეგაცია საქართველოში
4 დეკემბერი 2014

პოლონეთის ბიზნეს დელეგაცია საქართველოში

მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა საქართველო-პოლონეთის ბიზნეს ფორუმი. ფორუმზე პოლონური კომპანიის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა პრეზენტაციები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ სექტორებს: ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, სოფლის მეურნეობა და შესაბამისი ტექნიკა, სამშენებლო ტექნიკა, ექსპორტ-იმპორტი, მეფრინველეობა და ა.შ.