რომელ დარგებს აქვს იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი - G&T-ის კვლევის წინასწარი შედეგები
რომელ დარგებს აქვს იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი - G&T-ის კვლევის წინასწარი შედეგები
21 აპრილი 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ეროვნული ბანკი, „აწარმოე საქართველოში“ და საკონსულტაციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებების პოტენციალის განსასაზღვრად კვლევას აწარმოებენ.

„კორონავირუსის გლობალურმა გამოწვევამ ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საკუთარ წარმოებასა და საკუთარი ბაზრების უზრუნველყოფაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი პროდუქციით. ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი - ჩვენ დავალება გვაქვს და ვმუშაობთ სპეციალურ კვლევაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოვყოთ ის დარგები და ის წარმოებები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, განვითარებას და რომლებიც პერსპექტიულია იმპორტთან კონკურენციის თვალსაზრისით“, - აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი.

„გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განაცხადა, კომპანიამ მოკვლევა 1 კვირის წინ დაიწყო და ამ ეტაპისთვის გარკვეული შედეგები აქვთ; კვლევის პირველი ეტაპის შედეგები კი, საბოლოოდ, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის იქნება მზად.

„ჩვენ ვუყურებთ იმპორტის რიცხვებს, მოვახდინეთ იდენტიფიკაცია გარკვეული დარგების, რომლებშიც იმპორტი მოცულობითია და ვუყურებთ პოტენციალს, თუ როგორ შეიძლება ეს იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივი წარმოებით.

კვლევამ უნდა უპასუხოს შემდეგს: რეალურად ჩვენ გვაქვს რამდენიმე დარგი, სადაც არის იმპორტი, ამ პროდუქტებზე ბაზარზე მოთხოვნა არის და არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება. კითხვა დაისვა - რომელი დარგებია, სადაც ხდება დიდი მოცულობით იმპორტის განხორციელება და შეგვიძლია თუ არა ეს იმპორტი ჩავანაცვლოთ ადგილობრივი წარმოებით იმისთვის, რომ ნაკლები დოლარი გავიდეს უცხოეთში. აქედან გამომდინარე, ვუყურებთ იმპორტის სტრუქტურას და ვახდენთ დარგების იდენტიფიცირებას. პირველ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა 2 მიმართულება, ეს არის: სამშენებლო მიმართულება და სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტების წარმოება საქართველოში.


კვლევაზე მუშაობა, დაახლოებით, 1 კვირის წინ დავიწყეთ და ჯერ არ დაგვისრულებია. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ კვლევის პირველადი ნაწილი ამ კვირის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს.

ეს იქნება საწყისი ქვაკუთხედი, რაზეც შეგვიძლია დავაშენოთ მთელი გეგმა. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით უცხოეთზე და მეორე მხრივ, პოტენციალი შეიძლება იყოს დამატებითი კაპიტალი ინვესტიციების მოზიდვისთვის“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
9 თებერვალი 2015

ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

5-6 თებერვალს კომპანია "ალოგი" დაესწრო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას, რომელიც გაიმართა თბილისის საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია".
კომპანიის ვიზიტი ბაქოში გამოფენაზე
10 ივლისი 2014

კომპანიის ვიზიტი ბაქოში გამოფენაზე

12-14 ივნისს შპს „ავტოლოგისტიკა“-მ მონაწილეობა მიიღო მე-13 საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის გამოფენაში სახელწოდებით „ტრანსკასპიან 2014“ (TransCaspian 2014), რომელიც გაიმართა აზერბაიჯანში, ქ. ბაქოს საგამოფენო ცენტრში. 
ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე
22 ოქტომბერი 2014

ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე

მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს ეწვია ისრაელის სავაჭრო პალატისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.  წარმომადგენლები. საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატებისა და BDO-ს ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში (Courtyard Marriot) გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისათვის ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაცნობა.