შტუტგარტის გამოფება-ვაჭრობა - LogiMAT 2014
28 თებერვალი 2014

შტუტგარტის გამოფება-ვაჭრობა - LogiMAT 2014

2014 წლის 25-27 თებერვალს გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ცენტრი, ქალაქი შტუტგარტი, მასპინძლობდა ლოგისტიკის დარგში მე-12 საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა-ვაჭრობას სახელწოდებით LogiMAT 2014.

მუდმივად ცვალებადი ბაზარი მოითხოვს მოქნილ და ინოვაციურ ლოგისტიკას, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ პროფესიონალური და ინოვაციური ლოგისტიკური მომსახურება.

ასობით მწარმოებელმა კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგინა სხვადასხვა პროდუქცია დასაწყობება, დისტრიბუცია, შეფუთვა და ა.შ მიმართულებით, რაც მომარაგების სფეროში მოღვაწე კომპანიებს, მათ შორის ჩვენც, შესაძლებლობას მოგვცემს წვლილი შევიტანოთ ბიზნესის ამ მიმართულების გამარტივებასა და განვითარებაში.

იხილეთ ფოტოალბომი

მსგავსი სიახლეები

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო
14 მარტი 2022

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო. 
ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე
16 მარტი 2015

ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

ალოგი, როგორც გლობალურ ბაზარზე მოღვაწე აქტიური წევრი, ამჟამად მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურს ესტუმრა, სადაც საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიებს შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ლოგისტიკის სფეროში მიღებული გამოცდილება.
ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
29 სექტემბერი 2015

ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მე-19 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სახელწოდებით Transit Kazakhstan 2015.