უამინდობის გამო ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს
5 იანვარი 2015

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ძლიერი ქარიშხალის შედეგად, ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს. პორტში გემების შესვლა აიკრძალა:

  • 15:30სთ-დან (30 დეკემბერი)-08:30სთ-მდე (1 იანვარი)
  • 15:00სთ-დან (2 იანვარი)-06:40სთ-მდე (3 იანვარი)
  • 15:10სთ-დან (4 იანვარი)-04:30სთ-მდე (5 იანვარი)

ამინდის პროგნოზის მიხედვით, შტორმი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება:

  • 20:00სთ-დან (5 იანვარი)-10:00სთ-მდე (6 იანვარი)
  • 12:00სთ-დან (7 იანვარი)-18:00სთ-მდე (9 იანვარი)

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სავარაუდოა პორტის დროებით კვლავ ჩაკეტვა.

მსგავსი სიახლეები

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014
27 ნოემბერი 2014

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014

2014 წლის 26 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. 
ფოთის პორტი კვლავ დაკეტილია
21 ნოემბერი 2014

ფოთის პორტი კვლავ დაკეტილია

შტორმის შედეგად მ/წლის 20 ნოემბერს 16:45სთ-ზე ფოთის პორტში გემების შემოსვლა დროებით შეფერხდა. სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სამუშაო პროცესი განახლდება 21 ნოემბერს დაახლოებით 17:00 სთ-ზე და შეუფერხებლად იმუშავებს 22 ნოემბრის 24:00 სთ-მდე. სავარაუდოდ პორტის სრული დატვირთვით სამშაბათს 25 ნოემბერს ამუშავდება.
ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე
14 იანვარი 2015

ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე

საქართველოში ესტონეთის პრემიერ–მინისტრის, ტაავი რიივასის ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 იანვარს სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში საქართველო–ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.