2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ $5.6 მილიარდს მიაღწია
16 იანვარი 2023

2022 წლის განმავლობაში საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 5.59 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა. ეს წინა წელთან შედარებით 31.8%-ით, ანუ 1.35 მილიარდი დოლარით მეტი იყო.

საქსტატის მონაცემებით, რეკორდული ზომის იყო ექსპორტი დეკემბერშიც და ის 555.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით, ანუ მეტია.

რაც შეეხება იმპორტს, მისი ზომა დეკემბერში 1.37 მილიარდ დოლარს შეადგენდა (ზრდა 31%), მთლიანად 2022 წელს კი საქართველოს იმპორტი 13.45 მილიარდი დოლარი იყო, რაც 33%-ით არის მომატებული.

საქსტატი იმპორტისა და ექსპორტის დეტალურ მონაცემებს 20 იანვარს გამოაქვეყნებს, რის შედეგადაც გაირკვევა თუ უშუალოდ რა საქონლის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა
21 ოქტომბერი 2021

სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა

ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ახალი გზის მშენებლობაში საქართველოს მიმართულებით სომხეთის გავლით. 
საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი
16 მარტი 2022

საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით საორიენტაციო სატრანზიტო დრო: 14-21 დღეა.