ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე
ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე
26 იანვარი 2016

დუბაი - არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და საამირო, მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე წარმოადგენს შუა აღმოსავლეთის ბიზნეს ცენტრს, ასევე მიიჩნევა ძირითად სატრანსპორტო ცენტრად მგზავრთა გადაყვანებისა და ტვირთბრუნვის მიხედვით.

საქართველოს ეკონომიკისთვის დუბაი თავისი შესაძლებლობებით კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ამ მიზეზით, ჩვენმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 18-21 იანვარს დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით Middle Cargo Meet 2016.

ღონისძიებას ესწრებოდა 50-მდე საერთაშორისო გადამზიდავი, სერვისის მომწოდებლები და ლოგისტიკური გაერთიანებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, საუდის არაბეთი, ნიგერია, ინდოეთი, ჩინეთი, ესპანეთი, გერმანია, მექსიკა, გაერთიანებული სამეფო და ა.შ., ხოლო საქართველოდან კომპანია ა-ლოგი იყო ჩვენი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი. პირისპირ შეხვედრებისას გავესაუბრეთ თითოეულ მონაწილეს, რა დროსაც განხილულ იქნა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პერსკექტივები.

ოფიციალურ შეხვედრებსა და კონფერენციებთან ერთად, ღონისძიებით გათვალისწინებული იყო სხვადასხვა გაცნობითი ხასიათის აქტივობები, რამაც მეგობრული და თბილი გარემო შექმნა.

ღრმად პატივისცემას გამოვხატავთ ყველა მონაწილის მიმართ, რომ მოგვეცა საშულება ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უკეთესი ხარისხის და ასევე, განახლებული შეხვედრები.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა
1 სექტემბერი 2022

ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტრომ ქართული პორტების ტვირთბრუნვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანამხად, როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ასევე მომატებულია საქართველოს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობაც.