ვის არ ეხება თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები
ვის არ ეხება თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები
15 აპრილი 2020

15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.

შეზღუდვა არ ეხება:

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;

ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;

სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;

მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

ამასთან, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
25 ნოემბერი 2022

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან ფასების კლება დაიწო. ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა საქონლის წარმოება, ზოგიერთმა საწარმომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა მასშტაბები შეიძინა,  სწორედ ამან არია კვანძი და  გამოიწვია, ფასების მატება. დღეს კონტეინერების დეფიციტი აღარ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იმპორტი ექსპორტს აღემატება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასები კვლავ მაღალია. ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ზემოაღნიშნული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით. ხოლო რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.