საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 4.6%-ით, 7.1 მილიონ ტონამდე გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 4.6%-ით, 7.1 მილიონ ტონამდე გაიზარდა
29 სექტემბერი 2020

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა. საქართველოს რკინიგზამ 2020 წლის რვა თვეში 7.1 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წელთან შედარებით 311 ათასი ტონით მეტია.

რაც შეეხება რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებს, თუკი 2019 წლის იანვარ-აგვისტოში რკინიგზამ 2,034,860 მგზავრი გადაიყვანა, წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 791,735-ია.

საქართველოს რკინიგზას 2020 წლის შუალედური ფინანსური ანგარიში უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიის შემოსავალი 245 მილიონი ლარი იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილი სატვირთო გადაზიდვების მიუხედავად, კომპანიამ 31.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა
25 ნოემბერი 2022

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

პანდემიის პერიოდში საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს ივლისი-აგვისტოს პერიოდიდან ფასების კლება დაიწო. ბევრ ქვეყანაში ლოქდაუნის გამო შეჩერდა საქონლის წარმოება, ზოგიერთმა საწარმომ ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა მასშტაბები შეიძინა,  სწორედ ამან არია კვანძი და  გამოიწვია, ფასების მატება. დღეს კონტეინერების დეფიციტი აღარ არსებობს, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან იმპორტი ექსპორტს აღემატება, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ქვეყანა იმაზე მეტს ყიდულობს ვიდრე ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ფასები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, არის ქვეყნები, სადაც ფასები კვლავ მაღალია. ხმელთაშუა ზღვიდან ამერიკის მიმართულებით ფასები მაღალია, რადგან იქ მოთხოვნა უფრო დიდია. ზემოაღნიშნული კი შესაძლოა გამოწვეული იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით. ხოლო რაც შეეხება ევროპის შიდა ფასებს, აქ ზრდა 15-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში სრულიად ნორმალურია საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.