გაჭედილი კონტეინერმზიდი მეჩეჩიდან გადაიყვანეს
29 მარტი 2021

სუეცის არხში გაჭედილი კონტეინერმზიდი Ever Given-ი მემჩეჩიდან სრულად გადაიყვანეს. სამაშველო სამსახურების მესამე მცდელობაც რომ წარუმატებელი ყოფილიყო, გემის ტვირთისგან დაცლა იგეგმებოდა, რათა მისი საერთო წონა-220 ათასი ტონა შეემცირებინათ.

400 მეტრი სიგრძისა და 59 მეტრი სიგანის Ever Given-ი ეგვიპტის სანაპიროსთან, მეჩეჩზე 23 მარტს დაჯდა, რამაც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სუეცის არხით ნაოსნობა მთლიანად შეაჩერა.

ამჟამად სუეცის არხთან 450-ზე მეტი გემი იმყოფება. როდის აღდგება მოძრაობა, ჯერ დაზუსტებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო
14 მარტი 2022

თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო. 
საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება
20 მარტი 2023

საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება

 ბოლო 1 წელიწადში გადაზიდვების გლობალური ინდექსი 6-ჯერ 9 777 დოლარიდან 1568 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.