ჩვენ შესახებ

საერთაშორისო გადაზიდვებისკომპანია (საერთაშორისო ექსპედიტორი) ალოგ ჯორჯიასაქართველო , თბილისში დაფუძნდა 2008 წელს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ს/კ 405078393.

2012 წელს საპორტო ქალაქ ფოთში დაარსდა კომპანიის ფილიალი. შედეგად, საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის ორგანიზება უფრო ეფექტური და მოქნილი გახდა.

დღესდღეობით, შპს ალოგ ჯორჯია წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალებით, გააჩნია პარტნიორთა და აგენტთა ფართო ქსელი მსოფლიო მასშტაბით, რაც ჩვენი მომსახურების მაღალ დონესა და ფასის კონკურენტუნარიანობაზეც აისახება.

ჩვენი მომსახურება, დაწყებული პატარა ტვირთებიდან, მოიცავს დიდი მოცულობის, მათ შორის, არაგაბარიტული ტვირთის, კარიდან კარამდე ტრანსპორტირებას საზღვაო, საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით.

რატომ ალოგ ჯორჯია?

  • თქვენი ტვირთის სპეციფიკის შესაბამისად გთავაზობთ ყველა სახის შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებას;
  • ჩვენ ვინარჩუნებთ მომსახურების მაღალ სტანდარტს, უზრუნველვყოფთ თქვენი ტვირთის უსაფრთხოებასა და კონტროლს;
  • პარტნიორთა და აგენტთა ფართო ქსელი საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ხარისხიანი მომსახურება კონკურენტულ ფასად;
  • ვებ ტექნოლოგიის საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეამოწმოთ ტვირთის სტატუსი და ადგილმდებარეობა;
  • ინოვაციური და უნიკალური გადაწყვეტილებებით ჩვენ ვქმნით კრეატიულ სამუშაო გარემოს, სადაც ჩვენ, ყველას გვაქვს განცდა, რომ ყოველი გამოწვევა არის გზა წარმატებისკენ;