სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა (EN)
სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა (EN)
21 October 2021

ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ახალი გზის მშენებლობაში საქართველოს მიმართულებით სომხეთის გავლით.
ირანის ტრანსპორტისა და საქალაქო განვითარების მინისტრის მოადგილეს, ჰეიროლა ხადემის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება ირანსა და სომხეთს შორის ახალ სატრანზიტო მარშრუტთან დაკავშირებით.
მომდევნო თვის დასაწყისში დაგეგმილია ირანული ტვირთისთვის ალტერნატიული სატრანზიტო გზის მშენებლობა.
როგორც ირანის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, ირანმა და სომხეთმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: მარშრუტის ჩრდილოეთის ნაწილის (ერევნიდან საქართველოს მიმართულებით) მშენებლობა, რომელიც სომხეთმა განახორციელა და სამხრეთის ნაწილი, რომელიც ირანის ნორდუზის საზღვარზე გადის. ორივე მხარე შეთანხმდა მომდევნო თვიდან სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. ამგვარად, მისი ალტერნატიული გზა შეიძლება გამოყენებული იყოს სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებად.
მათი აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება აღმოფხვრავს ყველა იმ პრობლრმას, რომელიც სატრანზიტო და სატრანსპორტო საშუალებებთან იყო დაკავშირებული.

Similar news

Port Poti in Georgia still closed
21 November 2014

Port Poti in Georgia still closed

Port Poti is currently closed. Problem occurred since 16:45 pm of November 20 due to bad weather condition and as a result it is forbidden to berth vessels in port. 
Heavy Snowfall in Georgia
25 January 2016

Heavy Snowfall in Georgia

Due to heavy snowfall in Georgia on the highway of Mtskheta-Stefantsminda-Larsi on Gudauri-Kobi road section road movement is prohibited for all kind of vehicle.