აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა (RU)
7 Февраль 2022

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

2021 წელს საქართველომ აშშ-ში ექსპორტზე 194,6 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 143.2%-ით აღემატება. 2020 წელს აშშ-ში ექსპორტი $80 მილიონი იყო.


TOP-10 პროდუქტი, რომლებიც საქართველომ 2021 წელს აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა:

1. ფეროშენადნობები ($172,3 მლნ)
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები ($4,9 მლნ)
3. მინერალური და მტკნარი წყლები ($2,4 მლნ)
4. საფრენი აპარატების ნაწილები ($2,1 მლნ)
5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები ($1,9 მლნ)
6. მსუბუქი ავტომობილები ($1,3 მლნ)
7. ნაყოფი და კაკალი ($1,2 მლნ)
8. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან ($1,2 მლნ)
9. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები ($1.1 მლნ)
10. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები ($0,9 მლნ).

Similar news

ომის გავლენა ლოგისტიკაზე (RU)
11 Апрель 2022

ომის გავლენა ლოგისტიკაზე (RU)

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო. რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა. გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები. რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.