თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო (RU)
თებერვალში საქართველოს ექსპორტი რეკორდული 60%-ით გაიზარდა და $429 მლნ იყო (RU)
14 Март 2022

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო.

იმპორტის მოცულობამ კი 344 მილიონი დოლარით იმატა და 992.7 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული ექსპორტი 760 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 54%-ით მეტია, იმპორტი კი 1.78 მილიარდს შეადგენდა, რაც ასევე 47%-ით არის გაზრდილი.

საქსტატი 21 მარტს გამოაქვეყნებს დეტალურ სტატისტიკას, თუ რომელი სასაქონლო ჯგუფების იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.

Similar news

'А-Лог'- победитель тендера
18 Март 2015

'А-Лог'- победитель тендера

17 марта  текущего года был подписан договор  между  ООО Автологистика  (А-лог) и Государственной  службой закупок Министерства Внутренних Дел Грузии (МВД). 
3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი (RU)
14 Апрель 2022

3 თვეში საგარეო ვაჭრობა 38%-ით, $3.8 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი (RU)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მიერ დღეს გამოქვეყნებული საქონლით საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის ექსპრეს მონაცემებით, საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.866 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0%-ით მეტია.აქედან, ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1.171 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი - 35.8%-ით, 2.695 მლრდ დოლარამდე.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1.523 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4% შეადგინა.სასაქონლო ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის მარტის სტატისტიკას საქსტატი ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.