თხილის ექსპორტი გასულ წელს 28%-ით გაიზარდა (EN)
თხილის ექსპორტი გასულ წელს 28%-ით გაიზარდა (EN)
18 January 2022

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 83.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.1 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7 511 ტონა), გერმანიაში (3 523 ტონა), ესპანეთში (500 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (327 ტონა) და სხვა.

ასევე სომხეთში (1 265 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ალჟირში (241 ტონა) და სხვა.

Similar news

სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა (EN)
21 October 2021

სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა (EN)

ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ახალი გზის მშენებლობაში საქართველოს მიმართულებით სომხეთის გავლით.ირანის ტრანსპორტისა და საქალაქო განვითარების მინისტრის მოადგილეს, ჰეიროლა ხადემის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება ირანსა და სომხეთს შორის ახალ სატრანზიტო მარშრუტთან დაკავშირებით.მომდევნო თვის დასაწყისში დაგეგმილია ირანული ტვირთისთვის ალტერნატიული სატრანზიტო გზის მშენებლობა.როგორც ირანის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, ირანმა და სომხეთმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: მარშრუტის ჩრდილოეთის ნაწილის (ერევნიდან საქართველოს მიმართულებით) მშენებლობა, რომელიც სომხეთმა განახორციელა და სამხრეთის ნაწილი, რომელიც ირანის ნორდუზის საზღვარზე გადის. ორივე მხარე შეთანხმდა მომდევნო თვიდან სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. ამგვარად, მისი ალტერნატიული გზა შეიძლება გამოყენებული იყოს სატრანზიტო სატრანსპორტო საშუალებად.მათი აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება აღმოფხვრავს ყველა იმ პრობლრმას, რომელიც სატრანზიტო და სატრანსპორტო საშუალებებთან იყო დაკავშირებული.
ALOG at Trans Kazakhstan 2015
29 September 2015

ALOG at Trans Kazakhstan 2015

The 19th international transport and logistics exhibition Trans Kazakhstan 2015 took place in Uzbekistan, Almaty between 16 - 18 September 2015. The exhibition was attended by over 100 specialized companies from various countries such as: Kazakhstan, Uzbekistan, Lithuania, China, Georgia, Germany, Finland etc.