11 Апрель 2022

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.

რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.

გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები.

რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.

24 Март 2022

დიზელის ტიპის საწვავის ღირებულება საერთშორისო მასშტაბით მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინის ომი დაიწყო, 42%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზეც. ბენზინგასამართ სადგურებში დიზელის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს გასცდა.

დიზელზე ფასის ნახტომისებური მატების გამო, ტვირთების ტრანსპორტირება გაძვირდა.

სახმელეთო გადაზიდვებისგან განსხვავებით ფასების კუთხით საზღვაო გადაზიდვებში ცვლილებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. როგორც გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაფიქსირდა, თუმცა მათი თქმით, ბოლო თვეებია ამ კუთხით სტაბილური ფასი ნარჩუნდება.

მას შემდეგ რაც რუსეთში კრიზისი დაიწყო, საქართველოს პორტებზე მოთხოვნა გაიზარდა. უფრო მეტიც, რუსეთისა და უკრაინის პორტებში არსებული შეფერხებების გამო, გარკვეული ნაკადები საქართველოში შემოვიდა.

ამ დრომდე აბრეშუმის დერეფანზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქართველოს მარშრუტი იყო. დღეს ეს მარშუტი არის უალტერნატივო.  უკვე შესაძლებელი გახდა საქართველოს გავლით შუა აზიის ტვირთების ტრანსპორტირება, რომელიც უნდა ყოფილიყო ნოვოროსისკში ან ილიჩევსკში. ცნობილი მიზეზების გამო იქაური პორტები ვერ იღებენ ტვირთებს, შესაბამისად, ტვირთების გადამისამართება მოხდა ფოთის პორტში და შემდგომ ტრაილერებით გაგზავნა საბოლოო დანიშნულების ადგილას. ასევე საქართველოს  პორტებზე შუა აზიის ექსპორტის მიმართულებითაც არის მოთხოვნა. ამ სიტუაციაში საქართველო გახდა აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი.

16 Март 2022
ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობისას ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი, საავტომობილო გადაზიდვაა.

ჩვენი დიდი გამოცდილება და წამყვანი გადამზიდავი კომპანიების ფართო ქსელი გვაძლევს საშუალებას შემოგთვაზოთ საუკეთესო სერვისი ოპტიმალური ტარიფებით.

ალოგ ჯორჯია გთავაზობთ:

  •  ტვირთის მიწოდებას კარიდან კარამდე
  •  მძიმე წონიანი და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებას
  • სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვას ტემპერატურული რეჟიმის მქონე ავტომობილებით

 ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით საორიენტაციო სატრანზიტო დრო: 14-21 დღეა, ხოლო ტვირთის ადგილმდებარეობის მონიტორინგს შეძლებთ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით.
14 Март 2022

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო.

7 Февраль 2022

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

21 Январь 2022

გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მატება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ზრდით, არამედ დსთ-ის ბაზარზე ექსპორტის მატებით. კერძოდ, ევროკავშირში ქართული ექსპორტი გასულ წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 717 მილიონს მიაღწია, დსთ-ში კი ის 34%-ით გაიზარდა და 2 მილიარდი დოლარი იყო. შესაბამისად, დსთ-ში ექსპორტი ევროკავშირში ექსპორტს 2.8-ჯერ აღემატებოდა.

18 Январь 2022

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 83.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.1 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7 511 ტონა), გერმანიაში (3 523 ტონა), ესპანეთში (500 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (357 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), საფრანგეთში (327 ტონა) და სხვა.

ასევე სომხეთში (1 265 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (400 ტონა), უკრაინაში (302 ტონა), საუდის არაბეთში (301 ტონა), ალჟირში (241 ტონა) და სხვა.

14 Январь 2022

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.

13 Январь 2022

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.