14 აპრილი 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მიერ დღეს გამოქვეყნებული საქონლით საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის ექსპრეს მონაცემებით, საქართველოში სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.866 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 43.3%-ით გაიზარდა და 1.171 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი - 35.8%-ით, 2.695 მლრდ დოლარამდე.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1.523 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4% შეადგინა.

სასაქონლო ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით საგარეო ვაჭრობის მარტის სტატისტიკას საქსტატი ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.

11 აპრილი 2022

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.
რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.
გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები.
რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.

24 მარტი 2022

დიზელის ტიპის საწვავის ღირებულება საერთშორისო მასშტაბით მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინის ომი დაიწყო, 42%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზეც. ბენზინგასამართ სადგურებში დიზელის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს გასცდა.

დიზელზე ფასის ნახტომისებური მატების გამო, ტვირთების ტრანსპორტირება გაძვირდა.

სახმელეთო გადაზიდვებისგან განსხვავებით ფასების კუთხით საზღვაო გადაზიდვებში ცვლილებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. როგორც გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაფიქსირდა, თუმცა მათი თქმით, ბოლო თვეებია ამ კუთხით სტაბილური ფასი ნარჩუნდება.

16 მარტი 2022

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით საორიენტაციო სატრანზიტო დრო: 14-21 დღეა.

14 მარტი 2022

დღეს გამოქვეყნდა 2022 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 60%-ით, ანუ 161 მილიონი დოლარით გაიზარდა და $429 მილიონი იყო. 

7 თებერვალი 2022

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

21 იანვარი 2022

გამოქვეყნდა 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა მატება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო არა ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექსპორტის ზრდით, არამედ დსთ-ის ბაზარზე ექსპორტის მატებით.

14 იანვარი 2022

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.

13 იანვარი 2022

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5.5%-ით გაიზრდება, 2023 წელს კი ზრდა 5% იქნება. ამ მაჩვენებლით საქართველოში ზრდის პროგნოზი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.