დღეს ავტოლოგისტიკა აღნიშნავს 6 წლისთავს
11 ივნისი 2014

კომპანია ავტოლოგისტიკა აღნიშნავს დაარსებიდან 6 წლისთავს

ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ ამბიციური კომპანია შპს ავტოლოგისტიკა 6 წლისაა. მისი დაარსების დღიდან დღემდე (2008 წლის 11 ივნისი) ორიგინალური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების ხარჯზე კომპანია წარმატებით მოღვაწეობს საერთაშორისო ბაზარზე.

მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს, მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს გვიწყობენ ჩვენი მიზნებისა და მისიის აღსრულებაში.

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ დღეიდან ჩვენი ახალი ვებ-გვერდი www.alog.biz ამუშავდა (იხილეთ ასევე ჩვენი ძველი ვებ-გვერდი www.atl.ge). თანამედროვე დიზაინითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვებ-გვერდი ჩვენს საქმიანობას მარტივსა და მოხერხებულს ხდის, მისი სტრუქტურა სრულად არის მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ვებ-გვერდი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია, შესაძლო ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა
28 ივლისი 2022

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობისთვის საბაჟო კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა

საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით საბაჟო კანონმდებლობაში რიგი ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.