ავტოლოგისტიკა ქ. ბანგკოკში ექსპედიტორთა სამიტს დაესწრო
17 ოქტომბერი 2014

ავტოლოგისტიკა ქ. ბანგკოკში ექსპედიტორთა სამიტს დაესწრო

ტაილანდის სამეფო მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და წარმოადგენს უდიდეს ბიზნეს და სატრანსპორტო ცენტრს. ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 67,5 მილიონი ადამიანია.

ტაილანდი აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც ნამდვილად არის შესაძლებელი შეხვდეთ სანდო და პროფესიონალ პარტნიორებსა და აგენტებს. შესაბამისად, ჩვენი მომდევნო ვიზიტი ქ. ბანგკოკში ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა.

9-11 ოქტომბრის სამიტს ტაილანდში სასტუმრო შანგრი-ლა მასპინძლობდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ასობით საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს, გაერთიანებებს, მედიის წარმომადგენლებს ლოგისტიკის დარგში და ა.შ.. კონფერენციებმა, სემინარებმა, პირისპირ შეხვედრებმა, კოქტეილის წვეულებამ და ეგზოტიკურმა გარემომ ხელი შეუწყო მონაწილეებს განევითარებინათ არა მხოლოდ საქმიანი, არამედ მეგობრული ურთიერთობებიც.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა
15 აგვისტო 2022

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.
აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?
7 თებერვალი 2022

აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის საქართველო ამერიკაში?

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.