ალოგი - ტენდერში გამარჯვებული კომპანია
18 მარტი 2015

მიმდინარე წლის 17 მარტს შპს ავტოლოგისტიკასა (ალოგი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სახელმწიფო შესყიდვების სამსახურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენს ქ. ფოთიდან და ბათუმიდან შსს-ს სახელზე ჩამოსული ტვირთების ქ. თბილისში ტრანსპორტირება. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის ბოლომდე.

აღნიშნული მომსახურების შესახებ ელექტრონული ტენდერი (SPA140029669) 2014 წლის 15 დეკემბერს გამოცხადდა. ხელშეკრულებას კი გამარჯვებულ კომპანიასთან საბოლოოდ ხელი 2015 წლის 17 მარტს მოეწერა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლდათ შპს ავტოლოგისტიკის პირველი მონაწილეობა სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერში, რაც წარმატებული აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია
14 იანვარი 2022

2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ $14.3 მლრდ შეადგინა, ზრდა 25.6%-ია

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.
ACE 2017 - მესსე, მიუნხენი
25 მაისი 2017

ACE 2017 - მესსე, მიუნხენი

2017 9 -12 მაისს  ქალაქ მიუნხენში , გერმანია ჩატარდა ლოგისტიკური და სატრანსპორტო გამოფენა Air Cargo Europe (ACE 2017). ღონისძიებას  კომპანია "ალოგი" ესწრებოდა.