ა-ლოგი საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმზე
31 მაისი 2016

მიმდინარე წლის 29 მაისს სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა და ბიზნეს დელეგაცია ესტუმრნენ.

30 მაისს ტექნოლოგიურ პარკში ღონისძიებაზე მოეწყო საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია და ორმხრივი შეხვედრები ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის.

ბიზნეს ფორუმის ძირითადი განსახილველი თემები იყო: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

ფორუმის ფარგლებში კომპანია ა-ლოგის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები სლოვაკეთის ბიზნეს წარმომადგენლებთან, რა დროსაც განხილულ იქნა კომპანიებს შორის შესაძლო პარტნიორობის დეტალები.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კომპანიას პირველად მიეცა საშუალება პირისპირ შეხვედროდნენ სლოვაკეთის ბიზნესის წარმომადგენლებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მსგავსი სიახლეები

ალოგი ბელარუსიის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
23 აპრილი 2015

ალოგი ბელარუსიის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

2015 წლის 22 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საქართველო-ბელარუსიის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებას.