ა-ლოგი აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის პრეზენტაციაზე
5 აპრილი 2016

მიმდინარე წლის 3 აპრილს საქართველოს ესტუმრა „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატის“ (SRCIC) თავმჯდომარე ლიუ იანზონგი თანმხლები დელეგაციით. ვიზიტის მიზანია საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ პროექტებში, რაც გულისხმობს აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატა (SRCIC) წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2015 წელს ჰონგ-კონგში ადმინისტრაციულ რეგიონში დაფუძნდა აბრეშუმის გზის ფარგლებში მქოფი ქვეყნების სავაჭრო პალატებისა და Tang West Market Group-ის მიერ.

პალატის მიზანია ჩამოაყალიბოს საერთო მიდგომა და ხედვა საერთაშორისო ეკონომიკისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ხელი შეუწყონ ერთიანი გეგმის შემუშავებასა და ისტორიული აბრეშუმის გზის გაცოცხლებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 5 აპრილს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა პალატის პრეზენტაცია, რასაც კომპანია ა-ლოგიც (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი) ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის, რაც თავის მხრივ გაზრდის თანამშრომლობის პოტენციალს და საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორს, მეწარმეებს დაამყარონ კონტაქტები, განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები და ჩაერთონ საერთაშორისო კომერციულ ქსელებში.

კომპანიის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას მოწვევისთვის და საინტერესო შეხვედრებისათვის.

მსგავსი სიახლეები

საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი
16 მარტი 2022

საავტომობილო გადაზიდვა ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მეთოდი

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით საორიენტაციო სატრანზიტო დრო: 14-21 დღეა.
ქართულ პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა
21 ივნისი 2022

ქართულ პორტებში საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა

ქართული პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აპრილში პორტებმა ჯამში 4 მილიონი ტონა ტვირთები დაამუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 0.5 მილიონი ტონით მეტია. გაზრდილია ასევე გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც. თუკი გასული წლის იანვარ-აპრილში ფოთის და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალებმა 128,000 ერთეული კონტეინერი გაატარეს, წელს ეს რიცხვი 137,000-მდე არის გაზრდილი.უფრო დეტალურად - ფოთის პორტი 2.4 მილიონ ტონა ტვითს მოემსახურა (მატება 0.2 მლნ ტონა), ბათუმის პორტი კი 1.6 მილიონ ტონას (მატება 0.3 მლნ ტონა). მომატებულია რკინიგზის ტვირთბრუნვაც, რამაც ამ პერიოდში 4.1 მილიონი ტონა შეადგინა, ეს წინა წელთან მიმართებით 0.1 მილიონი ტონით მეტია. რკინიგზასთან შედარებით ორჯერ მეტია სახმელეთო გზით გატარებული ტვირთები, რამაც წელს 8.7 მილიონი ტონა შეადგინა. მატება აქაც 0.1 მილიონი ტონაა.