საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა
5 აგვისტო 2014

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, კერძოდ, ლაგოდეხის მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოძრაობა შეზღუდა.

არსებული ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანული მხარე იმ ფაქტს ასახელებს, რომ მათთან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმადაც, 2004 წლამდე გამოშვებული ავტომობილები მათ ქვეყანაში არ დაიშვება. თუმცა, მოქალაქეები, რომლებიც ამ მიზეზით საზღვარზე არ გაატარეს, ეჭვობენ, რომ რეალური მიზეზი ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩისას გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბია. მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც "ზაქათალა" და "კახი" საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, მათ შორის - ჟურნალისტებიც, რომლებიც გუშინვე გაათავისუფლეს.

ქართული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე დაწესებულ შეზღუდვას საჩხერის "ჩიხურასა" და ბაქოს "ნეფთჩის" მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას არ უკავშირებს. როგორც ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა შს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტზე დაყრდნობით განუცხადა, აღნიშნული აზერბაიჯანში მიღებულ კანონს უკავშირდება.

"როგორც შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტი გვეუბნება, საზღვარი ჩაიკეტა მხოლოდ იმ მანქანებისთვის, რომლებიც არ შეესაბამება აზერბაიჯანის მიერ მიღებულ კანონს. ეს კანონი კარგა ხანია მიღებულია, დაანონსებულიც იყო, რომ პირველი აგვისტოდან იქნება შეზღუდვა", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. მისივე ინფორმაციით, იმ ავტომობილებს, რომლებიც აღნიშნული კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, საზღვარზე არანაირი შეზღუდვა არ ექნება.

მხარეთა გადაწყვეტილებით, კანონის ძალაში შესვლის თარიღმა გადაიწია 2 კვირის ვადით და ამოქმედდება 2014 წლის 16 აგვისტოს.

მსგავსი სიახლეები

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე
27 სექტემბერი 2016

ალოგი ჩინეთში აბრეშუმის გზის სამიტზე

კომპანია ალოგი გახლდათ ერთ-ერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბიზნესსამიტში და განიხილა შესაძლო პარტნიორობის საკითხები როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ქართველ მეღვინეებთან.
თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)
5 აპრილი 2023

თურქეთის სანაპიროსთან შავ ზღვაში სატვირთო გემი შეჯდა მეჩეჩზე (GE)

კონტეინერმზიდი გემი მარენი შეჯდა მეჩეჩზე თურქეთის სანაპიროზე, შავ ზღვაში, სინოპის დასავლეთით. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა 2023 წლის 1 აპრილს, როცა გემი პირეოსიდან ფოთისკენ მიემართებოდა.