მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია
21 აგვისტო 2014

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად საავტომობილო მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია. სტიქიის ზონა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქურის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მინისტრებმა ადგილზე მოინახულეს:

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი და მიმდებარე შენობა-ნაგებობები დატბორილია, დაზიანებულია ტექნიკა და სამუშაო აღჭურვილობა. სტიქიური მოვლენის შედეგად ყაზბეგის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა მუშაობა შეწყვიტა.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები და არსებული ინფორმაციით მოძრაობა დაახლოებით 2 კვირაში აღდგება.

მსგავსი სიახლეები

სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა
21 ოქტომბერი 2021

სომხეთის გავლით საქართველოს მიმართულებით დაგეგმილია სატრანზიტო გზის მშენებლობა

ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეირანი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ახალი გზის მშენებლობაში საქართველოს მიმართულებით სომხეთის გავლით. 
ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე
26 იანვარი 2016

ა-ლოგი დუბაიში გამართულ საერთაშორისო გადამზიდველთა კონფერენციაზე

ჩვენმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 18-21 იანვარს დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით Middle Cargo Meet 2016.