გამომცემლობა; Marriot & Holiday Inn

ა-ლოგი დიდ აბრეშუმის გზაზე

“ყოველი გამოწვევა - გზა წარმატებისკენ!” ეს არის საერთაშორისო გადაზიდვების ექსპედიტორულ კომპანია ა-ლოგის სლოგანი.

მისი სულისჩამდგმელი და დღეს უკვე აღმასრულებელი დირექტორი - ლია გოგილაშვილი ჰუმანიტარია, განათლებით ფილოლოგი და მუსიკოსი. უყვარს მოცარტის, როგორც თავად აღნიშნავს, გამჭვირვალე მუსიკა, მაგრამ ოპერა - აუცილებლად იტალიური. მუდმივი სიახლეების ძიებაში ბევრ სირთულეს აწყდება, მაგრამ უკან არასოდეს იხევს. იცის, რომ გადაულახავი წინაღობები არ არსებობს და ყველაზე რთულ მომენტებში ისიც ახსენდება, რომ ქვეყანას თავის ოქროს ხანაში ქალი მართავდა.

ტრანსპორტის სფეროში დაუგეგმავად აღმოჩნდა - სიტუაციამ მოიტანა, მაგრამ ძალიან მალე მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა. თავდაპირველად ადმინისტრატორის პოზიციით დაიწყო, თუმცა მისი ინტერესის არეალი სულ უფრო იზრდებოდა და საქმიანობაც უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. 2000 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, A Bureau of Aducation and Culturul Afairs of the US Department of State and IRIS Inc, გამოაცხადა გაცვლითი პროგრამა საქრთველოში ბიზნეს ლიდერებისთვის - ტრენინგი საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში. დაინტერესებულ პირებს უნდა შეევსოთ აპლიკაცია, გამარჯვებულები გასაუბრებაზე გამოვლინდებოდნენ. ლია გოგილაშვილი, იმ დროს ერთ-ერთი სატრანსპორტო კომნპანიის რიგითი თანამშრომელი, საუკეთესოთა შორის მოხვდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ტრენინგზე. სწორედ აქ მიიღო პირველად დიდ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება და გამოიმუშავა აუცილებელი უნარ-ჩვევები. 2 თვის განმავლობაში დეტალურად შეისწავლა კერძო კომპანიებთან მუშაობის სპეციფიკაც და ამ დარგში თამაშის წესებიც. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა საერთაშორისო კომპანიაში გააგრძელა, და როდესაც უკვე საბოლოოდ დარწმუნდა თავის ძალებში და ჩათვალა, რომ უკვე საკმარისი გამოცდილება მიიღო, საკუთარი ბიზნესიც მაშინ დაიწყო.

დღეს იგი უკვე წარმატებული კომპანიის მთავარ პოზიტიურ მხარედ კლიენტებისა და პარტნიორებისაგან მოპოვებულ ნდობას მიიჩნევს, ვირტუალურ ურთიერთობას პირად შეხვედრებს ამჯობინებს, ამიტომაც დიდ დროს თვითმფრინავში ატარებს და არასოდეს ამბობს უარს საერთაშორისო კონგრესებსა და შეხვედრებში მონაწილეობაზე. ა-ლოგის სტრატეგიაც მთლიანად კლიენტის ინტერესებიდან გამოდის.

ამ ეტაპზე კომპანიის ძლიერი მხარე საზღვაო გადაზიდვებია, ჩვენ ხომ ზღვის ქვეყანა ვართ. ეს ისტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორით არის განპირობებული.

2014 წლიდამნ კომპანია ახალი სტრატეგიით მუშაობს, მუდმივად ვითარდება და სამომავლო გეგმებს არა მხოლოდ ისახავს, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. დღეს პრიორიტეტულად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობა მიაჩნია, რაც კიდევ უფრო წინ წამოწევს და გაზრდის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობას დიდ აბრეშუმის გზაზე.

მსგავსი სიახლეები

კომპანიის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში

კომპანიის საქმიანი ვიზიტი ამერიკაში

11 სექტემბერი 2014
„America Cargo Open“ წარმოადგენს ამერიკის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიები.
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებული პირველი სარკინიგზო გადაზიდვა

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებული პირველი სარკინიგზო გადაზიდვა

13 თებერვალი 2015
5-ჯერ შემცირებული სატრანზიტო დრო და ჩინეთიდან საქართველოში შემოსული პირველი სარკინიგზო სატვირთო მატარებელი.