საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014
27 ნოემბერი 2014

საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი 2014

2014 წლის 26 ნოემბერს თბილისის საგამოფენო ცენტრ “Expo Georgia”-ში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრის ბერზინშის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობდა საქართველოსა და ლატვიის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, კომპანია „ალოგი“-ც.

ფორუმის ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა დანა რეიზნიესე-ოზოლმ, რის შედეგადაც მივიღეთ უახლესი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

საქართველოდან ექსპორტი 26,7%-ით გაიზარდა
20 დეკემბერი 2021

საქართველოდან ექსპორტი 26,7%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3,822 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.