ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე

ალოგი საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმზე

საქართველოში ესტონეთის პრემიერ–მინისტრის, ტაავი რიივასის ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 იანვარს სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში საქართველო–ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

აღნიშნულ ფორუმში საქართველოსა და ესტონეთის საჯარო და კერძო სექტორის 120–მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო კომპანია „ალოგი“-ც.

ფორუმი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა ტაავი რიივასმა გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“, რაც ჩვენთვის, როგორც სატრანსპორტო სფეროში მოღვაწე კომპანიისთვის ორმაგად სასიხარულოა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატებს შორის მემორანდუმს.

ბიზნეს ფორუმზე საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და არსებულ საინვესტიციო ბიზნეს კლიმატზე კონცენტრირებული რამდენიმე პრეზენტაციაც იქნა წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

16 მარტი 2015
ალოგი, როგორც გლობალურ ბაზარზე მოღვაწე აქტიური წევრი, ამჟამად მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურს ესტუმრა, სადაც საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიებს შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ლოგისტიკის სფეროში მიღებული გამოცდილება.
ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

29 სექტემბერი 2015
მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მე-19 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სახელწოდებით Transit Kazakhstan 2015.