სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და "აზერბაიჯანის რკინიგზას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ა/წლის 15 ივლისიდან, ყოველ სამშაბათსა და შაბათს ფოთი-ბაქოს (კიშლი) სარკინიგზო მონაკვეთზე, საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი სახელწოდებით SILK BRIDGE იმოძრავებს. საკონტეინერო გადაზიდვის ხაგრძლივობა იქნება 34 საათი.
2014 წლის 22 ოქტომბერს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის მრეწველობისა და ინვესტიციების განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც მიეძღვნა ორი ქვეყნის ბიზნესმენებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.