ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებული პირველი სარკინიგზო გადაზიდვა
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებული პირველი სარკინიგზო გადაზიდვა
13 თებერვალი 2015

5-ჯერ შემცირებული სატრანზიტო დრო და ჩინეთიდან საქართველოში შემოსული პირველი სარკინიგზო სატვირთო მატარებელი.

2015 წლის 29 იანვარს ჩინეთში დაიტვირთა და საქართველოს მიმართულებით გამოემგზავრა სატვირთო მატარებელი, რომელიც საქართველოში 6 თებერვალს შემოვიდა და დაიცალა. პროექტი საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩინეთის პროვინცია სინძანის ხელშეწყობით განხორციელდა.

აღნიშნული სარკინიგზო ხაზი ჩინეთთან საზღვაო სატვირთო გადაზიდვების ალტერნატივას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ტვირთი უმოკლეს ვადაში, 9 დღეში ჩამოვა საქართველოს შავი ზღვის საკონტეინერო პორტების მიმართულებით, იმ დროს, როდესაც საზღვაო გადაზიდვის ხანგრძლივობა დაახლოებით 40-45 დღეს შეადგენს.

ვიდეო

მსგავსი სიახლეები

უამინდობის გამო ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს
5 იანვარი 2015

უამინდობის გამო ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ძლიერი ქარიშხალის შედეგად,  ფოთის პორტი შეფერხებით მუშაობს. პორტში გემების შესვლა აიკრძალა: