ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე
ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე
16 მარტი 2015

ალოგი, როგორც გლობალურ ბაზარზე აქტიურად მოღვაწე ლოგისტიკური კომპანია, ამჟამად მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურს ესტუმრა, სადაც საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიებს შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ლოგისტიკის სფეროში მიღებული გამოცდილება.

CLN-ის (Combined Logistics Network) მე-13 საერთაშორისო კონფერენცია 11-14 მარტს კუალა ლუმპურში სასტუმრო Ritz-Karlton Hotel-ში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს მასშტაბით 150-მდე გადამზიდავი კომპანია. მონაწილეებს შორის იყო ერთადერთი ქართული ლოგისტიკური კომპანია „ალოგი“, რომელსაც ამავე კომპანიის დირექტორი ქ-ნი ლია გოგილაშვილი წარადგენდა.

სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები, პრეზენტაციები, მოხსენებები და პირისპირ შეხვედრები, თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნიდა, რამაც საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას კიდევ უფრო შუწყო ხელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ პირისპირ შეხვედრებზე ალოგი 20-მდე თურქეთის, ესპანეთის, გერმანიის, იაპონიის, ჩინეთისა და სხვა, გადამზიდავ კომპანიებს გაეცნო.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს (CLN) და ყველა მონაწილეს, რომლებმაც შესაძლებლობა მოგვცეს კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა ჩვენი პარტნიორთა ქსელი საერთაშორისო ბაზარზე.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე
16 მარტი 2015

ალოგი - მალაიზიაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე

ალოგი, როგორც გლობალურ ბაზარზე მოღვაწე აქტიური წევრი, ამჟამად მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურს ესტუმრა, სადაც საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწე სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიებს შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ლოგისტიკის სფეროში მიღებული გამოცდილება.
ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე
22 ოქტომბერი 2014

ავტოლოგისტიკა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმზე

მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს ეწვია ისრაელის სავაჭრო პალატისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.  წარმომადგენლები. საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატებისა და BDO-ს ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში (Courtyard Marriot) გაიმართა კონფერენცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისათვის ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გაცნობა.