ალოგი ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ProWein 2015
20 მარტი 2015

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 15-17 მარტს გაიმართა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ღვინის საერთაშორისო გამოფენა-ვაჭრობა სახელწოდებით ProWein 2015. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 5970-ზე მეტმა კომპანიამ, რომელსაც 52 000-მდე სპეციალისტი სტუმრობდა. ღვინის გარდა საშუალება მოგვეცა გავცნობოდით ღვინის წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებსაც. გამოფენის ფარგლებში გაიმართა სადეგუსტაციო პრეზენტაციები, ფორუმები და სხვადასხვა წარმოდგენები, რაც ამ ღონისძიებას უფრო მიმზიდველსა და მრავალფეროვანს ხდიდა.

წარმოდგენილი ღვინის მწარმოებელი ქვეყნებიდან, რა თქმა უნდა, საქართველოც აღმოჩნდა. ქართული ღვინის პოპულარიზაციას 12 კომპანია უწყობდა ხელს.

ალოგის, როგორც ვიზიტორის მიზანს წარმოადგენდა საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე ღვინის ექსპორტის უზრუნველყოფას ტრანსპორტირების კუთხით, ასევე უცხოელი მწარმოებლებისთვის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის წარმოჩენა ევროპასა და აზიას შორის.

შევხვდით ყველა ქართულ კომპანიას და მასშტაბურობიდან გამომდინარე ნაწილს უცხოელი მწარმოებლებიდან.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა კომპანიას, რომელიც დაგვთანხმდა შეხვედრაზე და დაინტერესდა გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე საქართველოს მონაწილეობით.

ვუსურვებთ ყველას წარმატებებს!

გამოფენის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ოფიციალურ ვებ გვერდს შემდეგ მისამართზე http://www.prowein.com/

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები