ალოგი ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
29 სექტემბერი 2015

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართა მე-19 საერთაშორისო გამოფენა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სახელწოდებით Transit Kazakhstan 2015, სადაც მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: ყაზახეთი, უზბეკეთი, ლატვია, ჩინეთი, საქართველო, გერმანია, ფინეთი და ა.შ..

გამოფენაზე ექსპედიტორებთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის პორტებისა და რკინიგზის დეპარტამენტები. კომპანია „ალოგი“-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ყველა მონაწილეს, რის შედეგადაც, ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე პროექტზე მუშაობა, რაც გულისხმობს, როგორც საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველყოფას, ასევე ჩვენი კომპანიის მომსახურების გაუმჯობესებას კონკრეტული მიმართულებებით.

ფოტოალბომი

ვიდეო

მსგავსი სიახლეები

ა-ლოგი ბელარუსის რესპუბლიკის გამოფენაზე
5 სექტემბერი 2016

ა-ლოგი ბელარუსის რესპუბლიკის გამოფენაზე

2016 წლის 1 სექტემბერს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის  ეროვნული გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე 140-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი.
ომის გავლენა ლოგისტიკაზე
11 აპრილი 2022

ომის გავლენა ლოგისტიკაზე

21-ე საუკენეში არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა მსოფლიო.რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა ომმა დიდი გავლენა იქონია შავი ზღვის რეგიონზე და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საშიშროება წარმოქმნა.გაჩერებულია უკრაინის ეკონომიკა და მისი წამყვანი პორტები. რუსეთისთვის დაწესებულმა ევროკავშირის სანქციებმა სავაჭრო შეზღუდვების კუთხით, გავლენა მეტწილად საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვებზე იქონია.