ალოგი ბელარუსიის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
23 აპრილი 2015

2015 წლის 22 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა საქართველო-ბელარუსიის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებას.

ფორუმზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ბელარუსიისა და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის, აგრეთვე სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესახებ..

ბელარუსიის ბიზნეს დელეგაციის შემადგენლობაში იყო 38 კომპანიის 44 წარმომადგენელი სხვადასხვა სექტორებიდან: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფართო მოხმარების ენერგომოწყობილობები, საგზაო-სამშენებლო სპეცტექიკა, ავტოსატრანსპორტო მისაბმელები, ავეჯი, მუყაო-ქაღალდის პროდუქცია, კვების პროდუქტები, სანიტარულ-კერამიკული ნაკეთობები, მედიკამენტები, დეზინფექციის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმია, სასოფლო-სამეურნეო სპეცტექნიკა, ლიზინგი.

ფორუმის ფარგლებში შედგა180-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა. მათ შორის იყო კომპანია ალოგიც, რომელიც სატრანსპორტო ლოგისტიკურ სფეროს წარმოადგენდა. შევხვდით არსებულ და პოტენციულ პარტნიორებს არამხოლოდ ბელორუსიიდან, არამედ საქართველოდანაც.

ფოტოალბომის სანახავად დააჭირეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე
9 თებერვალი 2015

ალოგი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენაზე

5-6 თებერვალს კომპანია "ალოგი" დაესწრო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას, რომელიც გაიმართა თბილისის საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია".
კონფერენცია თემაზე „სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება - პალატების როლი“
20 ოქტომბერი 2014

კონფერენცია თემაზე „სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება - პალატების როლი“

2014 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარება - პალატების როლი“.